Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში ამოქმედდა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონი


ავსტრიაში 5 თებერვლიდან ძალაში შევიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულ აცრის შესახებ კანონი. წინა დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა და კანცლერმა.

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება 18 წელზე უფროს ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აცრის საწინააღმდეგო სამედიცინო ჩვენება არ აქვს. ხელისუფლებამ წერილობით უნდა მიმართოს ყველა აუცრელ მოქალაქეს და მოსთხოვოს მათ ერთი თვის განმავალობაში აიცრან, თორემ მათ ემუქრებათ ჯარიმა 3600 ევრომდე.

ვინც კოვიდი გადაიტანა, შეუძლია 180 დღის შემდეგ აიცრას მას მერე, რაც კოვიდი დაუდგინდა. ბოლო მონაცემებით, ავსტრიის მოსახლეობის 75 პროცენტი აცრილია კოვიდის საწინააღმდეგოდ. მთელ მსოფლიოში იზრდება კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი, რაც, მედიკოსთა თანახმად, უკავშირდება კორონავირუსის ახალი შტამის, ე.წ. ომიკრონის გავრცელებას. ომიკრონს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მაგრამ სწრაფად ვრცელდება. ექიმების დაკვირვებით, ომიკრონს შეუძლია გადალახოს იმუნური დაცვა თვით აცრილების შემთხვევაში. თუმცა ისინი თვლიან, რომ აცრა პანდემიასთან ბრძოლის მთავარი საშუალებაა.

XS
SM
MD
LG