Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურიანში საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა - მთის კურორტების განვითარების კომპანია


ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრა. მათივე განმარტებით, საბაგიროს მუშაობა „ძალიან მალე აღდგება“.

ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.

XS
SM
MD
LG