Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენერგო-პრო ჯორჯია": ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა


„ენერგო-პრო ჯორჯია“- ს ინფორმაციით, ბაკურიანში ერთ-ერთი საბაგიროს გაჩერება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა:

„მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი, შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკვეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.

6 თებერვალს, დაახლოებით 16 საათისთვის, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო გაჩერდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

მგზავრების ჩამოყვანის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG