Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ელიავას ბაზრობაზე" ხანძარია


"ელიავას ბაზრობაზე" ხანძარია. ადგილზე უკვე მისული არიან მეხანძრე-მაშველები. დაკვამლიანება შეიმჩნევა ბაზრობიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ მედიას უთხრა, ხანძარი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სასაწყობო სივრცეში გაჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ელიავას ბაზრობაზე" ხანძარი გაჩნდა. ხანძარი იყო გასული წლის თებერვალშიც, როცა ბაზრობაზე სამშენებლო მასალა დაიწვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG