Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, კიევში თავს დაესხნენ ზურაბ ადეიშვილს


ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

კიევში უცნობი პირები თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ზურაბ ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„უკრაინსკაია პრავდა“-ს წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილთან ქუჩაში მივიდნენ უცნობი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გამოცემა იუწყება, შემთხვევა უკავშირდება ადეიშვილის საქმიანობას საქართველოში.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები ცდილობენ თავდამსხმელების დადგენას.

„უკრაინსკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ ამჟამად ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მრჩეველია.

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, პირადი განცხადების საფუძველზე, 2021 წელს შეუწყდა. ის რამდენიმე წელია, რაც უკრაინის მოქალაქეა.

ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის საქართველოში დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული.

XS
SM
MD
LG