Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა წარადგინა ახალი რაკეტა, რომელიც შეიძლება ისრაელს და რეგიონში აშშ-ის ბაზებს მისწვდეს


ირანის ახალი რაკეტა

ირანმა 9 თებერვალს წარადგინა ახალი რაკეტა, რომლის მოქმედების სიშორე 1450 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მისწვდეს აშშ-ის სამხედრო ბაზებს რეგიონში და თეირანის მოსისხლე მტრის, ისრაელის, ტერიტორიას.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია და თასნიმის ახალი ამბების სააგენტო იტყობინებიან, რომ მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტის სახელწოდებაა „ხეიბარ-შექან“, რაც მინიშნებაა ებრაელთა სიმაგრეზე, რომელიც მუსლიმთა არმიამ აიღო ისლამის დაარსების პირველ წლებში.

ირანიდან ისრაელის ყველაზე მახლობელი პუნქტი ათას კილომეტრშია. ცნობით, რომელიც დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით არ დადასტურებულა, რაკეტა მაღალი სიზუსტისაა, მთლიანად ირანშია შექმნილი და მას შეუძლია გადალახოს რაკეტსაწინააღმდეგო ფარი.

ირანის ახალი რაკეტის შესახებ ცნობა გავრცელდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ვენაში განახლდა მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით.

ირანმა გასულ თვეში გამოცადა ახალი რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს და რომელსაც შეუძლია თანამგზავრების ტრანსპორტირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG