თალიბანის დელეგაცია შვეიცარიაში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს, ასევე შვეიცარიის და ევროპის კავშირის მოხელეებს ხვდება, ავღანეთში სწრაფად გაუარესებული ჰუმანიტარული ვითარების დასაძლევად დახმარების მიღების მიზნით. ჟენევაში მიმდინარე კონფერენცია, რომელიც ერთ კვირას გასტანს, უკვე მეორე შესაძლებლობაა ავღანეთის მთავრობისთვის, რომელსაც ამჟამად თალიბანი განაგებს, მიიღოს ჰუმანიტარული დახმარება ევროპის ქვეყანაში.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაჭრით აცხადებს, რომ თალიბების დელეგაციის ყოფნა შვეიცარიაში არ ნიშნავს ავღანეთის მთავრობის აღიარებას, რომელსაც თალიბები მართავენ. გასულ თვეში ავღანეთის მთავრობამ ნორვეგიაში, ოსლოში, გააგზავნა 15-კაციანი დელეგაცია მსგავსი მოლაპარაკებისთვის, დახურულ კარს მიღმა.
ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეწყდა აგვისტოში მას მერე, რაც ხელისუფლებას დაეპატრონნენ თალიბები. ფონდი სახელწოდებით, „ჟენევის მოწოდება“, რომელიც კონფლიქტების დროს სამოქალაქო მოსახლეობას იცავს, ატარებს დახურულ კარს მიღმა კონფერენციას, რომელიც 11 თებერვლამდე გრძელდება. კონფერენციის მიზანია, გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ქვეყანაში, - ნათქვამია „ჟენევის მოწოდების“ განცხადებაში.
დაწერეთ კომენტარი