Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩადის


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 9 თებერვალს მოსკოვში ჩავა და მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, იმ ფონზე, როცა ევროპის ლიდერები ცენტრალურ პოზიციებს იკავებენ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართულ ძალისხმევაში.

"მოსკოვში ჩავდივარ საიმისოდ, რომ რუსეთს მოვუწოდო დიპლომატიურ გამოსავალს მიმართოს და მკაფიოდ განვმარტო, რომ სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის კიდევ ერთი შეჭრა მასშტაბურ შედეგებს მოიტანს ყველასთვის", - თქვა ტრასმა 9 თებერვალს და დასძინა: "რუსეთს არჩევანი აქვს. ჩვენ მათ დაბეჯითებით მოვუწოდებთ მიმართონ ჩართულობას, დეესკალაციას და აირჩიონ დიპლომატიის გზა".

ტრასის ვიზიტს ერთი დღით უსწრებდა წინ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დიპლომატიური ტურნეს დასრულება, რომლის ფარგლებშიც მან ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან. თავისი ტურნე მაკრონმა დაასრულა 9 თებერვალს ბერლინში გამართული შეხვედრებით გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან, სადაც მაკრონი გამოვიდა მოწოდებით გაგრძელდეს "მტკიცე დიალოგი" კრემლთან - რაც, მისი თქმით, ერთადერთი გზაა იმ შიშის განმუხტვისთვის, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას.

10 თებერვალს დუდა შექმნილ კრიზისს ვარშავაში განიხილავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან ერთად. ერთდღიანი დიპლომატიური ვიზიტის ფარგლებში ჯონსონი ასევე ეწვევა ბრიუსელს და მოლაპარაკებას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG