რუსი ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი საავადმყოფოშია მოთავსებული COVID-19-ით ავადმყოფობის გამო და მისი მდგომარეობა მძიმეა, - იუწყება რუსეთის მედია.
რუსეთში 9 თებერვალს რამდენიმე სააგენტომ მოიტანა პარლამენტთან და ჟირინოვსკის პარტიასთან დაახლოებული წყაროების სიტყვები, რომ 75 წლის პოლიტიკოსის ფილტვები "სერიოზულადაა" დაზიანებული კორონავირუსის შედეგად. ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
ჟირინოვსკი საჯაროდ კვირების განმავლობაში არ გამოჩენილა, ხოლო პარლამენტის ქვედა პალატაში LDPR-ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილი ვლასოვმა სააგენტო "ინტერფაქსს" უთხრა, რომ პარტიის ლიდერი "დოკუმენტებზე მუშაობს". მას არ დაუზუსტებია ჟირინოვსკის ადგილმდებარეობა.
დაწერეთ კომენტარი