Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე ახალი კანონმდებლობა გამოაქვეყნა


დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა ახალი კანონების პაკეტი, რომელიც აფართოებს რუსეთთან დაკავშირებული იმ პირების სიას, რომლებსაც შესაძლოა შეეხოთ სანქციები, თუკი კრემლი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას. დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ, მოხაზონ შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მოსკოვი.

10 თებერვალს ბრიტანეთმა პირობა დადო, რომ კანონმდებლობა მას საშუალებას მისცემს, მკაცრი ზომები დაუწესოს კრემლთან დაახლოებულ და უკრაინის დესტაბილიზაციაში ჩართულ პირებს.

კანონმდებლობა მოიცავს სანქციებს პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ „უკრაინის დესტაბილიზაციაში ან მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრაში.“

სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ინტერვენციის შემთხვევაში „მოგების მიღებაში რუსეთის მთავრობისგან ან მისი მხარდაჭერიდან.“

ამჟამად რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი, რაც ბადებს ეჭვს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი უარყოფს ამას.

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრამ გამოიწვია ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების სფეროს ყველაზე სერიოზული კრიზისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG