თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში გარდაცვლილი იპოვეს შუახნის ცოლ-ქმარი.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, მოკლული არიან. მომხდარს არ ჰყავს თვითმხილველები, რადგან შემთხვევა მოხდა ღამით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილია ერთი პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მწყემსად მუშაობდა.
ძალოვანი უწყება მომხდარის მოტივებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. გვამები გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზეა და შს სამინისტროში მომხდარის დამატებით დეტალებს არკვევს.
დაწერეთ კომენტარი