Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საპენსიო სესხი" გაიაფდება - პროცენტის ზედა ზღვარი მცირდება


საქართველოში ყველაზე ძვირი საბანკო სერვისი - ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტული განაკვეთი დაიწევს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

თუკი აქამდე პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35 პროცენტიანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26 პროცენტამდე შემცირდება.

"საპენსიო გასაცემებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG