რუსეთის სასამართლომ ორ ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა, აკრძალული ისლამისტური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით, ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ფონზე. რუსეთის სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ დონის როსტოვში 11 თებერვალს ზეკირია მურატოვს და ვადიმ ბეკტემიროვს 11-ნახევარი და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნო "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" ისლამური დაჯგუფების წევრობაში.
მათ დანაშაული არ აღიარეს.
მურატოვი და ბეკტემიროვი 2020 წლის ივლისში დააკავეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, კიდევ სხვა ხუთ ყირიმელ თათართან ერთად. მათ ბრალი წაუყენეს კავშირებში ისლამისტურ დაჯგუფებასთან, "ჰიზბ უტ-ტაჰრირთან", რომელიც აკრძალულია რუსეთში, მაგრამ არა - უკრაინაში.
უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ, "ტელეგრამზე" დაწერა, რომ რუსეთის პოლიციამ დააკავა სამი ყირიმელი თათარი ჟურნალისტი - ამარ აბულგაზიევი, რუსტემ უსეინოვი და ალი სულეიმანოვი, რომლებიც 11 თებერვალს მურატოვისა და ბეკტემიროვის სასამართლო პროცესზე მივიდნენ.
დაწერეთ კომენტარი