Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსისტური და ტრანსფობიურიც - თეა წულუკიანის სიტყვები გენდერის სპეციალისტების შეფასებით


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემაში "სხვა კითხვები ნიკოლოზისგან", ისაუბრა მის თავს გადამხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე. მინისტრის თქმით, ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მის ავტომობილს დაეჯახა, ადგილიდან მიიმალა. თეა წულუკიანის თქმით, სიკვდილს გადაურჩა და რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც იმ ადამიანთან გასაუბრების საშუალება მიეცა, უთხრა, რომ „დაბადების მოწმობაში რა სქესიც გიწერიათ, მე მგონი, შეცდომით გიწერიათ-მეთქი“.

ყოფილი იუსტიციისა და ამჟამად კულტურის მინისტრის სიტყვების შეფასებისას ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ასეთი ტიპის განცხადებებით ხელი ეწყობა გენდერული და სექსისტური სტერეოტიპების არსებობას საქართველოში, „მინდა რომ ამ კუთხით შეხედოს თავის განცხადებას [თეა წულუკიანმა], რომელსაც, ალბათ, მიაჩნია, რომ ძალიან სხარტად უპასუხა ვიღაცას“.

ქალთა უფლებების დამცველი თვლის, რომ თეა წულუკიანი ასეთი კომენტარების დროს აბსოლუტურად არ არის მგრძნობიარე გენდერული საკითხების მიმართ.

მისი განცხადება, რომ პასპორტში სქესი ვიღაცას შეცდომით ეწერა, არის, ერთი მხრივ, სრულიად სექსისტური და, მეორე მხრივ, არის ტრანსფობიურიც. სექსისტური იმიტომ, რომ თითქოს სქესს რაიმე მნიშვნელობა აქვს ან კანონდარღვევასთან, ან უპასუხისმგებლობასთან და თითქოს კაცი რომ ასე იქცევა, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა მისთვის, ვიდრე ქალი მოიქცეოდა და კაცი რადგან ასე მოიქცა, ეს კიდევ უფრო აკნინებს მის ღირსებას. სინამდვილეში ასეთი ქცევა ქალსაც და კაცსაც წარმოაჩენს უარყოფითი მხრით. მეორე მხრივ, ცინიკურია მისი განცხადება პასპორტში სქესის მითითებასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, სქესი რა წერია პასპორტში, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადამიანის გენდერული იდენტობა სრულიად სხვა შეიძლება იყოს სინამდვილეში. მაგრამ მისი, როგორც იუსტიციის მინისტრის ხელში იყო, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს ჰქონოდათ სრულიად სხვანაირი ცხოვრება და მისი ერთი ბრძანება იყო საჭირო, რომ სქესის შეცვლის ის მავნებლური პრაქტიკა, რაც საქართველოში არსებობს და ტრანსგენდერ ადამიანს ავალდებულებს, რომ აუცილებლად სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს და მხოლოდ ამის შემდგომ მიაღწიოს პასპორტში ან პირადობის მოწმობაში ჩანაწერის ცვლილებას, გაუქმებულიყო. მთელი ამ კონტექსტის, ამ პრეისტორიის გათვალისწინებით, არის აბსოლუტურად ცინიკური განცხადება“, - ამბობს იდა ბახტურიძე.

ძალიან უხერხული მოსასმენი იყო ის ფრაზა, რომლითაც თეა წულუკიანმა მიმართა ადამიანს, რომლის მიმართაც, შესაძლოა, სრულიად ლეგიტიმურად ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი ანა სუბელიანი და მიიჩნევს, რომ ამგვარი ფრაზები ახალისებს გენდერულ სტერეოტიპებს და ძალადობის მაპროვოცირებელიც ხდება.

„პირადობის მოწმობაში შეცდომაა“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

რას ვისმენთ, რომ მამაკაცს, რომელზეც არის განაწყენებული, თუ გაბრაზებული, ეუბნება, რომ - როგორც ჩანს, არასწორად გაქვს სქესი ჩაწერილი პირადობის მოწმობაშიო და ამით აკნინებს კონკრეტულ სქესს, ღირსებას ართმევს კონკრეტული სქესის წარმომადგენლებს და ეუბნება, რომ არ მიეკუთვნები იმ სქესს, რომელიც ოფიციალურად გიწერია. ბაღის ასაკის ბავშვებს რომ უთქვამთ, „ვინც ბოლო, ის გოგო“, ამ ტიპის სტერეოტიპს ჰგავს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ, რადგან შენ ასე უღირსად მოიქეცი, შენ არ გაქვს უფლება, გეწოდოს კაცი და შეცდომით გქვია კაცი. თითქოს კაცია უფრო აღმატებული, უფრო ღირსეული ადამიანია, ვიდრე ქალი. სამწუხაროდ, მსგავსი სტერეოტიპებით სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა, მაგრამ როდესაც თანამდებობის პირი, ქალი მინისტრი აჟღერებს ამას, ეს არის ყოვლად სამარცხვინო“, - ამბობს ანა სუბელიანი და იდა ბახტურიძის მსგავსად, თეა წულუკიანის სიტყვებში ტრანსფობიის ნიშნებსაც ხედავს.

მან ძალიან კარგად იცის, როგორი მგრძნობიარე თემაა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის, თუ რა უწერია სქესის გრაფაში პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში და იცის თავისი როლი ამ პროცესში და ვფიქრობ, ამაზეც იყო გარკვეული მინიშნება მისი მხრიდან. ძალიან სამარცხვინო და უხერხულია, ჩემი აზრით“, - მიიჩნევს ანა სუბელიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG