Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლების თითქმის მესამედი დისტანციურ სწავლებაზეა - განათლების სამინისტრო


საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, თითქმის მესამედი, 732 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზეა, აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღეში, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73,6%.

სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში გრძელდება. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG