Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 500-მდე რუსი სამხედრო წვრთნებს ატარებს აფხაზეთში


ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 1 500-მდე სამხედრო, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად.

„ორმხრივი ტაქტიკური სწავლების მთავარი მიზანია სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ნაწილების მზადყოფნის შემოწმება საბრძოლო მისიების შესასრულებლად, მათი საბრძოლო კოორდინაციის გაუმჯობესება თავდაცვითი ოპერაციების მომზადებასა და წარმართვაში. ასევე, სამეთაურო პერსონალის მომზადება არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად საბრძოლო მისიების შესრულებისას თანამედროვე საბრძოლო გამოცდილების გამოყენებით“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში, ასევე, ჩართულია 200-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის Dozor სადაზვერვო მანქანები, აკაცია თვითმავალი საარტილერიო სამონტაჟოები, უპილოტო საფრენი აპარატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG