Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდა კომპანიის მხრიდან ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები - შრომის ინსპექცია


მინდელის შახტი, ტყიბული.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია, აცხადებს შრომის ინსპექცია.

„ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე“.

შრომის ინსპექციის მტკიცებით, კომპანია „საქნახშირმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით, თუმცა მას დამატებით დაევალა პრევენციული ზომების მიღება.

„შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს“.

შახტში სამუშაო პროცესი აღდგება.

იგეგმება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა „საქნახშირის“, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მონაწილეობით, რომელიც შახტს უსაფრთხოების მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

30 იანვრის ღამით მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 1 მეშახტე დაიღუპა, 8 კი - დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG