Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: უკრაინიდან დიპლომატებისა და მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს


უკრაინიდან საქართველოს დიპლომატიური მისიის თანამშრომლების და მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, აცხადებს ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ ლიდერი.

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ომი არ იქნება“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს რუსთავში გამართულ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, უკრაინაში ინტერვენციის საფრთხე გაიზარდა და ომის დაწყების რისკი მაღალია.

არაერთი ქვეყანა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ, მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ნიდერლანდი და ა.შ.

საქართველოს საელჩო კიევში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმას და საზღვარზე ჯარების თავმოყრას ხსნის მანევრებით.

დაძაბულობის ფონზე რუსეთი ნატოსა და აშშ-ისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. დასავლელი დიპლომატები თვლიან, რომ წაყენებული მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, შეთანხმება მიღწეული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG