Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება


გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერი
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიაში დღეს, 13 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

კენჭს იყრის 4 კანდიდატი, მათ შორის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

არჩევნებზე გამარჯვებას სწორედ შტაინმაიერს უწინასწარმეტყველებენ. გერმანიაში პრეზიდენტს ფედერალური საკრებულო ირჩევს.

შტაინმაიერს მხარს "სოციალ-დემოკრატები", "მწვანეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" უჭერენ, შესაბამისად, ხმების უმრავლესობა წინასწარ აქვს გარანტირებული.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 2005–2009 და 2013–2017 წლებში ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, 2017 წელს კი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პრეზიდენტად აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG