Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შტაინმაიერს მიულოცა გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა


სალომე ზურაბიშვილის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში. 2019 წლის თებერვალი.
სალომე ზურაბიშვილის და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში. 2019 წლის თებერვალი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მიულოცა გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა.

სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს, რომ ჰქონდა შესაძლებლობა 2019 წელს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისთვის ემასპინძლა საქართველოში, სადაც საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრეზიდენტ შტაინმაიერთან მუშაობის გაგრძელებას ელოდება.

13 თებერვალს, გერმანიის ფედერალურმა კრებამ ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია 66 წლის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. არჩევნებში მონაწილე 4 კანდიდატიდან შტაინმაიერს ერგო გერმანიის პარლამენტის და ფედერალური მიწების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ფედერალური კრების წევრთა 1425-დან 1045 ხმა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სოციალ-დემოკრატი შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს 2017 წლიდან.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2019 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. იმავე წლის თებერვალში გერმანიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

XS
SM
MD
LG