თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, დალი ტურძელაძის ინფორმაციით, კოვიდპაციენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ექიმმა „TV პირველს" უთხრა, პაციენტის გაწერა 15 თებერვალს იგეგმებოდა. ტურძელაძის შეფასებით, მას ანალიზების კარგი შედეგი ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო. „პალატაში ორნი იყვნენ, ერთი გაეწერა და ეს იყო დარჩენილი", - აღნიშნა კლინიკურმა დირექტორმა.
სავარაუდოდ, თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
დაწერეთ კომენტარი