პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრი ავრცელებს.
მეჭიაური კორონავირუსით იყო ინფიცირებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეჭიაური მათთან 29 იანვარს უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
"თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მერე უკიდურესად დამძიმდა. ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა ფილტვები, აცრილი არ იყო. დიდ ყურადღებას ვაქცევდით, მაგრამ მაინც ვერ მოერია", - ამბობს ტურძელაძე.
მეჭიაური 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თიანეთის მერი გახდა და ამ თანამდებობაზე 4 წელი იმუშავა. უფრო ადრე, 2012 -2016 წლებში ის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი იყო.