Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევა: უმცირესობების მიმართ საზოგადოება უფრო ლმობიერი გახდა


ბოლო სამი წლის განმავლობაში ხალხი უფრო პოზიტიურად არის განწყობილი უმცირესობებისადმი - ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში კვლევის, „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში“ ძირითადი მიგნებები წარმოადგინა.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში 2018-2021 წლებში მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით გაიზარდა 56-დან 68 პროცენტამდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში - 46-დან 60 პროცენტამდე.

33-დან 47 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

პროექტი განხორციელდა საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG