Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონის მსგავსად უარი თქვა რუსულ PCR ტესტზე


შეხვედრამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინისა და შოლცის შეხვედრა მართლაც უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართება და რომ ლიდერებს შორის ჩვეულებრივზე უფრო მეტი დაშორება იქნება.
შეხვედრამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინისა და შოლცის შეხვედრა მართლაც უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართება და რომ ლიდერებს შორის ჩვეულებრივზე უფრო მეტი დაშორება იქნება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც სამშაბათს მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა მოსკოვში, უარი თქვა COVID-19-ის რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე.

ამის ნაცვლად შოლცმა რუსეთში ჩაფრენის შემდეგ ანალიზი გააკეთებინა ექიმს გფრ-ს საელჩოდან, მაგრამ რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თანდასწრებით. ამას გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa აღნიშნავს გერმანიის დელეგაციის წყაროებზე დაყრდნობით.

კორონავირუსის ტესტი სავალდებულო მოთხოვნაა კრემლში სტუმრობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

შეხვედრამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინისა და შოლცის შეხვედრა მართლაც უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართება და რომ ლიდერებს შორის ჩვეულებრივზე უფრო მეტი დაშორება იქნება. „მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს არც შეხვედრის ხასიათზე, არც მის შინაარსიანობასა და არც ხანგრძლივობაზე“, - თქვა პესკოვმა.

„სამწუხაროდ, ჩვენი დროის მნიშვნელოვან ნაწილს დავუთმობთ ევროპასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს," მათ შორის უკრაინას, - თქვა პუტინმა თავის შესავალ სიტყვაში შოლცთან შეხვედრის დაწყების წინ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც გასულ კვირაში სტუმრობდა მოსკოვში, ასევე უარი თქვა რუსეთში ტესტის გაკეთებაზე. პოლიტიკოსები ექვსი მეტრის სიგრძის მაგიდას უსხდნენ საპირისპირო მხარეს. ორი ქვეყნის ლიდერები პრესკონფერენციაზეც მნიშვნელოვან მანძილზე იდგნენ ერთმანეთისგან.

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთში ტესტირებაზე უარი გადაწყდა უსაფრთხოების მოსაზრებებით, „რათა მათ არ მოეპოვებინათ საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ“.

შოლცმა და პუტინმა იმავე მაგიდასთან დაიწყეს მოლაპარაკებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG