Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აღნიშნავს "ერთიანობის დღეს", ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმა კვლავ შესაძლებელია


16 თებერვალს უკრაინაში "ერთიანობის დღეს" აღნიშნავენ, იმ ფონზე, როცა დაძაბულობა მაღალი რჩება, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაფრთხილების გამოც, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა კვლავ შესაძლებელია.

როგორც ბაიდენმა 15 თებერვალს თქვა, აშშ-ს ჯერ არ უნახავს მტკიცებულება, რომ რუსეთმა ჯარები გაიყვანა უკრაინის საზღვრის ახლოს მდებარე ადგილებიდან, მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, რომ გაყვანის პროცესი დაიწყო. "ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ დაგვიდასტურებია", - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ რუსეთის ჯარისკაცები - რომელთა რიცხვი, მისი შეფასებით, 150 000-ს აჭარბებს - კვლავ რჩებიან "ძლიერი მუქარის შემცველ პოზიციაზე". ბაიდენმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ მზად იქნება რუსეთს ძლიერი დარტყმა მიაყენოს სანქციებით, თუკი მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა ჯერ კიდევ გამოიღებს შედეგს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ოფიციალურად გამოაცხადა "ერთიანობის დღედ", იმ იმედით, რომ ეს გააძლიერებს პატრიოტულ განცდას - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცნობებმა მიანიშნა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმა 16 თებერვალს წამოიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG