Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ორი წლით პატიმრობა მიესაჯა აქტივისტ ანდრეი კუძიკს


ანდრეი კუძიკი
ანდრეი კუძიკი

ბელარუსში ორი წლით პატიმრობა მიესაჯა აქტივისტს, რომელიც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მონაწილეობდა მასობრივ დემონსტრაციაში.

მინსკის ზავოდსკის რაიონის სასამართლომ 16 თებერვალს განაჩენი გამოუტანა ანდრეი კუძიკს, ოპოზიციური გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის აქტივისტს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ისეთ საქმიანობაში მონაწილეობისთვის, რომელიც არღვევს სამოქალაქო წესრიგს.

კუძიკს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის, ბრალდების უარყოფისა და ჩვენების მიცემაზე უარისთვის.

კუძიკი რამდენჯერმე დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს არჩევნების შედეგების გაპროტესტებისთვის.

შარშან აგვისტოში ის კვლავ დააკავეს და 90 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. ვადის მოხდის შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა მის გათავისუფლებაზე და ამის ნაცვლად კუძიკს ახალი ბრალდება წაუყენა სამოქალაქო წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. კუძიკი ერთ-ერთია, ვისაც ბელარუსში მრავალჯერ წაუყენეს ბრალდება ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.

2020 წლის აგვისტოს არჩევნებში ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბდა. არჩევნებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG