Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირკიტაძე რუსთაველებს ავტოფარეხებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას ჰპირდება


რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის ყოფილი კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ავტოფარეხებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას ჰპირდება. მან 17 თებერვალს ბრიფინგზე თქვა, რომ ამ კუთხით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზეც იმუშავებენ.

"სწორედ რუსთავში, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, იწყება კონკრეტული საქმის კეთება... თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ დღეიდან მათ შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს", - განაცხადა კირკიტაძემ.

თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებზე რუსთავის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გახდა, თუმცა საკრებულო ოპოზიციურია. საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნოდარ შეროზია გახდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16-16 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, 3 კი - გახარიას პარტიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG