Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა ესტონეთში ჯარებისა და ტექნიკის გადასროლა დაიწყო, გერმანია ლიეტუვაში სამხედრო ძალებს გზავნის


დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ესტონეთში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადასროლას, ხოლო ლიეტუვაში 130 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 60 ავტომობილი ჩავიდა. ნატოს ქვეყნების მხრიდან სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე მოკავშირე ქვეყნებში უკრაინის გარშემო რუსეთის მოქმედებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

"დიდი ბრიტანეთი ესტონეთში პერსონალის რაოდენობას აორმაგებს და დამატებით ტექნიკას, მათ შორის ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს აგზავნის", - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი ესტონეთში სამხედრო კონტინგენტის პირადი შემადგენლობის 900-დან 1800-სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას, ქვეყანაში იარაღის გაგზავნას აპირებს და ასევე მზად არის ნატოს სხვა მოკავშირეებს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

მიმდინარე უკრაინული კრიზისის ფონზე, ლიეტუვაში 130 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 60 ავტომობილი ჩავიდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ლიეტუვაში ნატოს დაჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა გაიგზავნება, განაცხადა გაძლიერებული სამხედრო ყოფნის საბრძოლო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დანიელ ანდრემ.

  • 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე არსებითად გაზარდა თავისი თავდაცვისუნარიანობა. 8 წლის განმავლობაში ალიანსმა ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი დააარსა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.
  • ნატომ გააფართოვა საჰაერო პატრულირების შესაძლებლობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა სამხედრო ალიანსმა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ხშირად არღვევენ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს.
  • ნიდერლანდი ბულგარეთში გზავნის ორ F 35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. პარალელურად, რეგიონში გზავნის სამხედრო გემსაც, რათა ხელი შეუწყოს ნატოს საჰაერო საჭიროებებს რეგიონში.
  • ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებაში აქტიურად არის ჩართული ესპანეთიც. მადრიდმა უკვე გაგზავნა ბულგარეთში სამხედრო გემი, უახლოეს პერიოდში კი გეგმავს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG