აშშ-მა რუსეთს ბრალად დასდო, რომ ის დგას უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის საბანკოსი სისტემაზე 15 თებერვლის თავდასხმების უკან.
კიბერუსაფრთხოების სფეროში თეთრი სახლის მთავარმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ენ ნოიბერგერმა, 18 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის ბანკებზე ამ კვირაში მოწყობილ ფართომასშტაბიანი თავდასხმებისთვის“.
ნოინბერგერის თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს სწრაფად გაევრცელებინათ ინფორმაცია კიბერთავდასხმების გარშემო ამ ვითარებაში, როცა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული თავმოყრა მოხდა. ნოინბერგერის თქმით, ამერიკელმა ექსპერტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გე-ერ-უსთან დაკავშირებული სტრუქტურა „იყო ჩარეული უკრაინაში არსებულ IP-მისამართებსა და დომენებზე დიდი რაოდენობით შეტყობინებების გაგზავნაში“.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებასთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ თითქმის უდავოა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა, გე-ერ-უ-ა, გარეული უკრაინაზე თავდასხმაში, როცა მიზნობრივ ვერგვერდებს მიაწყდა მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობა.
ბრიტანეთის თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამმართველო (FCDO) თვლის, რომ "თავდასხმამ აჩვენა უკრაინის სუვრენიტეტის მიმართ მუდმივი უპატივცემულობა."
აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დიდ ხანია ადანაშაულებენ რუსეთს ჰაკერთა თავდასხმებში, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დამნაშავეობრივი ჯგუფების მიერ.
კრემლი უარყოფს სახელმწიფოს ყოველგვარ კავშირს ამ თავდასხმებთან.
უკრაინის მთავრობამ 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ასევე უკრაინის რამდენიმე სამინისტროს და ბანკების საიტები დაზარალდნენ კიბერთავდასხმების შედეგად. დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბულია რუსეთის მიერ უკრაინასთან საზღვართან 130 ათასი სამხედროს განთავსების გამო, რაც ომის საშიშროებას ქმნის. მოსკოვი უარყოფს, რომ შეჭრას გეგმავს, დიპლომატიური გზით კრიზისის მოგვარების ძალისხმევა გრძელდება.
ენ ნოინბერგერმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია კიბერთავდასხმები გამოიყენოს უკრაინაში დესტაბილიზაციისა და იქ შეჭრის მიზნით თავისი ძალისხმევის ჩარჩოებში.
დაწერეთ კომენტარი