Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალი კვირის“ თანამშრომლები: „ცენზურის არსებობას უარვყოფთ“


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „ახალი კვირის“ თანამშრომელთა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა:

„ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა.

„ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.

გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.

შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლსაც ხელს აწერენ:

თამარ გოგესაშვილი
თამარ ოდიშარია
ნინუცა კახნიაური
ბელა ზაქაიძე
ანა ნოდია
ნატა ტაბიძე
ოთარ გიორგაძე
ანუკი მასხარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში თვეზე მეტია აღარ გადის საკვირაო გადაცემა „ახალი კვირა”. კვირის შემაჯამებელი, პოლიტიკურ-სოციალური შინაარსის გადაცემა შეუმჩნევლად, სარედაქციო ჯგუფის და არხის ხელმძღვანელობის ახსნა-განმარტების გარეშე გაქრა ეთერიდან.

სეზონის ბოლო გადაცემა ეთერში 2021 წლის 28 დეკემბერს გავიდა. ამ გადაცემის მერე თათბირი ჩაგვიტარეს და გვითხრეს, რომ მე აღარ ვარ გადაცემის წამყვანი და გადაცემა არსებული ფორმატით ჩერდება. არ ვიცი, რა ფორმატი იქნება, როგორ იქნება. გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა დამთავრდეს და არხმა გვითხრას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საკვირაო გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ. მისი თქმით, რეორგანიზაცია მხოლოდ მის გადაცემას შეეხო:

სხვადასხვა მიმართულებით იბლოკებოდა თემები. იყო შავი სიები, ამას პირველად ვამბობ თქვენს ეთერში. სასამართლომდე მივალთ ჩვენ და იქ ვისაუბრებ ყველა დეტალზე. შავი სიები ნიშნავს, ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა. ეს პრობლემები ერთი პერიოდი მოვაგვარეთ არხის დირექტორის ჩარევით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG