Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყო რეზერვისტების მობილიზაცია სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს.

"რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში", - ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ უზრუნველყონ სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასა და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო წვრთნების შესახებ განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG