Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონსონი: დასავლეთს შეუძლია რუსეთის კომპანიებს ამერიკულ დოლართან წვდომა შეუჩეროს


აშშ და ბრიტანეთი რუსეთის კომპანიებს შეუჩერებენ წვდომას აშშ-ის დოლართან და ბრიტანეთის გირვანქასთან, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 20 თებერვალს.

"გეგმა, რომელსაც თვალს ვადევნებთ, ეხება რაღაცას, რაც, შესაძლოა, მხოლოდ მოცულობის გამო იყოს ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომი 1945 წლის შემდეგ", - უთხრა ჯონსონმა ბიბისის. მისი თქმით, შეჭრის შემთხვევაში დასავლეთს შეუძლია რუსეთს დაუწესოს კიდევ უფრო ფართო სანქციები, ვიდრე აქამდე იყო განხილული. ბრიტანეთი და აშშ, - ამბობს ჯონსონი, - რუსეთის კომპანიებს შეუჩერებენ "დოლარსა და გირვანქაში ვაჭრობას", რაც, მისი თქმით, "ძალიან, ძალიან დიდი დარტყმა იქნება".

რუსეთი ნავთობის, გაზის და ლითონის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და ამ მასალებზე ვაჭრობა დიდწილად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს. ამდენად, დოლარის ბაზრებთან წვდომის შეზღუდვა რუსეთის კომპანიებისთვის რთული პრობლემა იქნება.

XS
SM
MD
LG