Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4775 ადამიანს


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 32 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 18 351 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4775 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 19 242.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

21 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 26,02​%;
  • ბოლო 7 დღის - 29,97​%;
  • ბოლო 14 დღის - 31,28​%.

ოფიციალური სტატისტიკით, 21 თებერვლის დილისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 129 978​ აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 5585 პაციენტს. მძიმე მდგომარეობა აქვს 1246-ს, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 289.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 553 668​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 888 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG