პოლიციამ დააკავა მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილზე იძალადა. ინფორმაციას სასულიერო პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების თანახმად, ძალადობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეოც მოგვიანებით ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, 18 თებერვალს თბილისის ზღვის სიახლოვეს, ერთ-ერთ შენობაში მოხდა.
დაკავებულს ბრალად ედება ძალადობით განხორციელებული დევნა, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება.
დაწერეთ კომენტარი