Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები, რომელიც 1 მარტიდან იხსნება - სია


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება ან მსუბუქდება. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 10 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით, მთავრობა რეგულაციების შეზღუდვების შემსუბუქების მიზეზად გაუმჯობესებულ ეპიდსიტუაციას ასახელებს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იხსნება ან მსუბუქდება შემდეგი რეგულაციები:

  1. საქართველოში შემოსვლა შეეძლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, თუ გაკეთებული ექნება PCR ტესტი ან იქნება ვაქცინირებული;
  2. აუცრელ ან PCR ტესტის არმქონე საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში დაბრუნებისას, 8-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 5 დღე მოუწევს იზოლაციაში ყოფნა;
  3. კვების ობიექტებში, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაჯდომა 6 ადამიანის ნაცვლად 10-ს შეეძლება, ღია სივრცეში კი - 10-ის ნაცვლად 15-ს;
  4. აღარ იქნება შეზღუდვა კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე;
  5. მოიხსნა შეზღუდვები ქელეხების, ქორწილებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვაზე;
  6. გაუქმდება კოვიდსასტუმროები და მასში პაციენტებს 22 თებერვლის შემდეგ აღარ შეიყვანენ;
  7. უქმდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
  8. 4 მარტიდან ღამის კლუბებს შეეძლებათ სივრცის 60 პროცენტის დატვირთვით მუშაობის განახლება;
  9. 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებაზე ყოველგვარი შეზღუდვები იხსნება.

"საბჭო კვლავ განაგრძობს მუშაობას და, შესაძლოა, 1 მარტიდან ეს შეზღუდვების მოხსნა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

კვლავ სავალდებულოა ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 565 769შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 933​ ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG