Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კოლეგა ყვიროდა, რომ ჩვენს ოპერატორს კლავდნენ” - 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტი


2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი ძალადობის საქმეზე სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. დღევანდელ, 23 თებერვლის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ანა ბროლაძე დაიკითხა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს და არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას.

“მეც გავხდი თავდასხმის ობიექტი, უბრალოდ, გადავრჩი, როდესაც ერთმა მონაწილემ სცადა [სკუტერით] დამჯახებოდა. კოლეგები ცდილობდნენ გარიდებოდნენ სიტუაციას, რადგან რთული იყო იქ უკვე მუშაობა - პირველი არხიდან ჩემი კოლეგა ყვიროდა, რომ ჩვენს ოპერატორს, ილია თვალიაშვილს სცემდნენ და მისი კივილი მესმოდა - “ილიას კლავენ”.

პოლიცია, რომელიც ადგილზე არ იყო დიდი ოდენობით წარმოდგენილი, ცდილობდა გამოვერიდებინეთ და უსაფრთხო ადგილზე გადავეყვანეთ იმიტომ რომ, ვერ ახერხებდნენ ჩვენს დაცვას”, - გაიხსენა ჟურნალისტმა.

5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით ათასობით ადამიანი კონტრაქციაზე გავიდა. ამ დღეს "მარში" არ გაიმართა, თუმცა ქუჩაში გასულმა სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. ამ ძალადობის ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

XS
SM
MD
LG