Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიქოვანის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის საკითხის განხილვაში „რადიკალურ ოპოზიციას“ მონაწილეობა არ მიუღია


ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა ილაპარაკა ევრონესტის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ. „საქართველოს დელეგაციამ აქტიურად იმუშავა და, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა ბიუროს გზავნილებს, რომლებიც ეხებოდა უკრაინას და იყო მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და სოლიდარობის გამომხატველი, - თქვა დეპუტატმა და დაამატა, - სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ ამ სხდომებში“.

ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მისი სხვადასხვა დანაყოფები“ უკრაინის მხარდამჭერ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან.

„პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული, რუსული სცენარის ნაწილია. მოვუწოდებთ მათ, დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს!“ - თქვა ჩიქოვანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG