23 თებერვალს გაითიშა უკრაინის მთავრობის და ბანკების რამდენიმე ვებსაიტი, რასაც მთავრობა უწოდებს კიდევ ერთ სავარაუდო კიბერთავდასხმას. გათიშულებს შორის იყო პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტის და რეინტეგრაციის სამინისტროს ვებსაიტები.
მთავრობის ინფორმაციით, ეს იყო DDoS-ის ტიპის შეტევა - რომლის დროსაც ვებსაიტებისკენ მონაცემების გაუსაძლისად დიდი მოცულობა მიემართება. დიგიტალური ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თქვა, რომ კიბერთავდასხმა დაიწყო ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათზე.
როგორც ჩანს, წინა კიბერთავდასხმების დროს შემოღებულმა უსაფრთხოების ზომებმა შედეგი გამოიღო და იერიში მთავრობის სხვა ვებსაიტებზე არ გავრცელდა.
უკრაინა წინა კიბერთავდასხმებში რუსეთს სდებს ბრალს. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.
დაწერეთ კომენტარი