Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი გმობს რუსეთის "გაუმართლებელ თავდასხმას"


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გმობს რუსეთის "არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ" თავდასხმას უკრაინაზე და გამოდის პირობით, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს პასუხს აგებინებენ.

ბაიდენი ამბობს, რომ ხუთშაბათს, დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ის ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს. მოსალოდნელია, რომ გამოცხადდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი რაუნდი.

წერილობით განცხადებაში ბაიდენი დასძენს: "პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ დაგეგმილი ომი, რომელიც მოიტანს ადამიანთა სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანების ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილზე და ნგრევაზე, რომლებსაც ეს შეტევა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები ამას ერთიან და გადამწყვეტ პასუხს გასცემენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს".

ბაიდენის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG