Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ითხოვს


ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელსაც ოპონენტები წარსულში ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის მხარდაჭერის გამო, რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ითხოვს.

ჩეხეთის პრეზიდენტმა დაგმო უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის მიერ წამოწყებული საბრძოლო მოქმედებები. "რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შეუტია. ჩვენ ვსაუბრობთ არაპროვოცირებული აგრესიის აქტზე“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ზემანმა ხაზი გაუსვა, რომ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის მოსახლეობას და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

SWIFT საერთაშორისო სისტემაა, რომელსაც იყენებენ საგადასახადო გადარიცხვებისას და უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად. მასში 200-ზე მეტი ქვეყანა და 10 ათასზე მეტი ფინანსური ინსტიტუტია გაერთიანებული.

რუსეთის „გარიცხვა” ნიშნავს, რომ მისი ბანკებისთვის საზღვარგარეთ მუშაობა თითქმის შეუძლებელი გახდება. თანაც, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა - 2012 წელს, ირანს უკვე შეუზღუდეს SWIFT-ზე წვდომა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG