ნატო თავისი მოკავშირე ქვეყნებისთვის ააქტიურებს „თავდაცვით გეგმებს“, არაწევრ სახელმწიფოზე - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 24 თებერვალს მედიასთან შეხვედრისას. სტოლტენბერმა ასევე თქვა, რომ 25 თებერვალს გაიმართება ნატოს ვიდეოსამიტი, რომელზეც განიხილავენ რუსეთის თავდასხმას ალიანსის პროდასავლელ მეზობელზე.
ნატოს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ ალიანსს არ აქვს უკრაინაში ჯარების გაგზავნის „გეგმა“. პირველად ხდება, რომ ალიანსი საჯაროდ აცხადებს "თავდაცვითი გეგმის" გააქტიურების შესახებ. ეს გეგმა შემუშავდა 2014 წელს, უკრაინაში შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ. სტოლტენბერგს არ უთქვამს, რას ითვალისწინებს გეგმა კონკრეტულად, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ გეგმა შესაძლებლობას იძლევა დაიფაროს მთლიანად ალიანსის აღმოსავლეთი და სამხედრო მეთაურებს მიეცემათ მეტი უფლებამოსილება სახელმძღვანელო პოლიტიკური პრინციპების დაცვით.
„თავდაცვითი გეგმა“ გულისხმობს ნატოს სწრაფი რეაგირების რაზმის ელემენტებს, 40 ათას ჯარისკაცს, რომელთა შორისაა მაღალი მომზადების ნაწილი, 7 ათასი სამხედროს შემადგენლობით, ძირითადად ფრანგი სამხედროები და ასევე ფრანგული ფრთა ფრანგული მეთაურობის ქვეშ.
სტოლტენბერგის თქმით, პარასკევის სამიტზე მიწვეული არიან ნატოს არაწევრი ქვეყნები, შვედეთი და ფინეთი, ასევე ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დელ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი. ნატოს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში „თავდასხმას „ხანგრძლივი ზეგავლენა“ ექნება ალიანსის რუსეთთან დამოკიდებულებაზე და ნატოს პოზიციაზე უსაფრთხოების სფეროში. სტოლტებერგმა თქვა, რომ „ჩვენ დღეს არ გვაქვს პასუხი, მაგრამ იქნება ახალი რეალობა, იქნება ახალი ევროპა ამ თავდასხმის შემდეგ“.
სტოლტენბერგმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთმა კარი დაუხურა პოლიტიკურ მოგვარებას დაძაბულობისა, რომელიც წინ უძღოდა მის შეჭრას უკრაინაში. მისი თქმით, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს რეალობაა, რომელიც მოახდენს სხვადასხვა და ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას უკრაინის ხალხზე და ასევე მართლაც ზემოქმედებს ჩვენი, ყველას უსაფრთხოებაზე.
„სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
დაწერეთ კომენტარი