Accessibility links

site logo site logo

რუსული ჯარი უკრაინას ისევ სარაკეტო დარტყმებით უტევს


25 თებერვლის საღამოს რუსულმა ჯარმა უკრაინის სხავადასხვა ობიექტებს ჭურვები დაუშინა.

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რაიონში სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თბოელექტროსადგურია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევის შესახებ.

სავარაუდოდ ავიადაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს უკრაინის ქალაქ ნიკოლაევთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საღამოს განაცხადა, რომ „დაპირისპირების გარეშე“ აიღეს ქალაქი მელიტოპოლი, რომელიც სამხრეთ უკრაინაში მდებარეობს. ქალაქში მოსიარულე რუსული ტანკების ვიდეოებს სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 24 თებერვალს აზიარებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG