Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის უფროსი: კიევის ოლქში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს რუსეთის ილ-76, რომელშიც დესანტი იმყოფებოდა


გენერალი ვალერი ზალუჟნი
გენერალი ვალერი ზალუჟნი

კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომელზეც რუსეთის დესანტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა,

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვასილკოვის რაიონში IL-76 ჩამოაგდეს, რომელზეც მტრის დესანტი იმყოფებოდა. ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკზე! სიკვდილი მტრებს“, - წერს გენერალი ზალუჟნი.

2014 წლის 14 ივნისს დონბასელმა სეპარატისტებმა გადასატანი სარაკეტო სისტემიდან ლუგანსკის რეგიონში სატრანსპორტო ილ-76 ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 25-ე ცალკეული სადესანტო ბრიგადის 40 სამხედრო მოსამსახურე და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაიხოცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG