Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ რუსეთის ჯარი იერიშის მიტანას ცდილობს კიევში ელექტროენერგიის მაწარმოებელ სადგურზე


რუსეთის ჯარი ცდილობს იერიში მიიტანოს კიევში ელექტროენერგიის მაწარმეოებელ სადგურზე - იუწყება სააგენტო როიტერსი, ინტერფაქს უკრაინაზე დაყრდნობით.

როიტერსი თვითმხილველზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ შაბათს, გამთენიისას კიევში ისმის ხშირი საარტილერიო ცეცხლის ხმა, რომელიც მოდის ცენტრიდან ცოტა მოშორებით მდებარე, დაუკონკრეტებელი ადგილიდან.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის ჯარი კიევს ისევ უტევს სარაკეტო დარტყმებით. იუწყებოდნენ, რომ კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომელზე რუსეთის დესანტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG