Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია: მოგერიებულია რუსეთის ჯარის შეტევა კიევის ცენტრში განთავსებულ სამხედრო დანაყოფზე


რუსეთის ჯარმა იერიში მიიტანა კიევის ცენტრში, გამარჯვების პროსპექტზე განთავსებულ სამხედრო დანაყოფზე, და თავდასხმა მოგერიებულ იქნა - წერენ საერთაშორისო სააგენტოები უკრაინის არმიაზე დაყრდნობით.

პარალელურად, ინტერფაქს უკრაინა იუწყება, რომ რუსეთის ჯარისკაცები კიევში ცდილობდნენ ელექტროენერგიის მაწარმოებელი ერთ-ერთი სადგურის ხელში ჩაგდებას.

როიტერსი თვითმხილველზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ შაბათს, გამთენიისას კიევში ისმის ხშირი საარტილერიო ცეცხლის ხმა, რომელიც მოდის ცენტრიდან ცოტა მოშორებით მდებარე, დაუკონკრეტებელი ადგილიდან.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთის ჯარი კიევს ისევ უტევს სარაკეტო დარტყმებით. იუწყებოდნენ, რომ კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76, რომელზე რუსეთის დესანტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG