Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფეისბუკმა“ რუსეთის სახელმწიფო მედიას რეკლამის განთავსება აუკრძალა


სოციალურმა ქსელმა „ფეისბუკმა“ შეზღუდვები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს. ამიერიდან მათ არ შეეძლებათ ამ სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსება ან რეკლამიდან შემოსავლის მიღება. ამის შესახებ განაცხადა ნათანიელ გლაიკერმა, „ფეისბუკის“ უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

სოციალური მედია რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთ ფრონტად იქცა, სადაც ხშირად ვრცელდება დეზინფრომაცია, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებელია ახალი ამბებისთვის თვალის დევნება რეალურ დროში.

25 თებერვალს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, „ფეისბუკი“ თანამონაწილედ ცნო ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების დარღვევაში.

ცნობაში ნათქვამია, რომ 25 თებერვლიდან „როსკომნადზორი“ კანონის თანახმად იღებს ზომებს, „ფეისბუკზე“ წვდომის ნაწილობრივად შეზღუდვის შესახებ.

XS
SM
MD
LG