საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 33 926 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 6236 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 909.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".
26 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 18.38%;
- ბოლო 7 დღის - 23.93%;
- ბოლო 14 დღის - 27.63%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 598 172 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 097 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი