ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ლონდონმა და მისმა მოკავშირეებმა შაბათს "გადამწყვეტი ნაბიჯი" გადადგეს რუსეთის გლობალური საფინანსო სისტემიდან გასათიშად, მისი ბანკების გარიცხვით SWIFT-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან.
ჯონსონი ამას ტვიტერზე წერს და დასძენს - "ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინმა საფასური გადაიხადოს თავისი აგრესიისთვის".
დასავლეთის ქვეყნებმა შაბათს შეათანხმეს ბანკთაშორისი ტრანსაქციების სისტემა SWIFT-იდან რუსეთის იმ ბანკების გარიცხვა, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
სისტემიდან გარიცხული ბანკებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში და უცხოეთიდან ფინანსური ოპერაციების განხორციელება გართულდება - იძულებული იქნებიან, ეს გააკეთონ სხვა საშუალებებით, მაგალითად, ფაქსით ან ტელეტაიპით.