Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით ონლაინ პეტიციაზე ხელმოწერები გროვდება


ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით. ის მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დაწყება გაუმართლებელი იყო, ხელმოწერებს აგროვებენ change.org-ზე განთავსებულ პეტიციაზე პრეზიდენტის გადასაყენებლად. პეტიციას უკვე ჰყავს 50 ათასზე მეტი ხელმომწერი [27 თებერვლის დილის 9 საათისთვის], მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

პეტიციის ავტორი და მასზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პუტინი ანადგურებს როგორც უკრაინას საომარი მოქმედებებით, ასევე მუდმივად იზოლაციისთვის წირავს რუსეთს, რომელსაც უკვე დაეკისრა მკაცრი სანქციები უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო. აქედან გამომდინარე და კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ისინი ფიქრობენ, რომ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნისთვის.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქს და მსხვილ ქალაქებს უტევს - ბომბავს ჰაერიდან, იმართება შეტაკებები ხმელეთზეც. ომის დაწყების გამო ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველდღიურად ამკაცრებენ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG