Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4835 ადამიანს


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 26 252 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4835​ შემთხვევა. გამოჯანმრთელდა - 13 840.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 18.42​%;
  • ბოლო 7 დღის - 22.64%;
  • ბოლო 14 დღის - 26.68%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 603 007 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 138 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG